ლევან შენგელია კარიერას საბერძნეთის სუპერლიგის გუნდ "ოფის" რიგებში გააგრძელებს. ინფორმაციას ბერძნული გამოცემა sport24.gr-ი ავრცელებს.
"შენგელია ჰერაკლიონში ჩამოვა, რადგან ტრანსფერის ბოლო დეტალები შეათანხმოს. კრეტის გუნდმა საქართველოს ნაკრების წევრთან სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია. ქართველი ფეხბურთელი გასულ წელს „პანატოლიკოსში“ ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
28 წლის ვინგერი სამედიცინო შემოწმებას მალე გაივლის და ახალ კლუბთან 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს", - წერს sport24.gr.
ლევან შენგელიამ „პანეტოლიკოსში“, ორი სეზონის განმავლობაში ითამაშა, თუმცა გუნდი ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ დატოვა.