ვეტერანი მეკარის, დავიდ დე ხეას ერთწლიანი უგუნდო პერიოდი, როგორც ჩანს, დასრულდა. ესპანელმა კიპერმა ფლორენციის „ფიორენტინაში“ თამაშზე თანხმობა განაცხადა.
მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია და დე ხეა სულ მალე ფლორენციული კლუბის მეკარე გახდება.
მოგეხსენებათ, 2023 წლის მაისში „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასვლის შემდეგ დე ხეა უთამაშებელია და გასული სეზონი გამოტოვა - მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი გუნდი ვერ იპოვა.
ესპანელს კიდევ ერთი იტალიური კლუბის, „ჯენოას“ ვარიანტიც ჰქონდა, მაგრამ არჩევანი „ფიორენტინაზე“ შეაჩერა.