ფარერების „კლაკსვიკი“ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს.
ნახევრად სამოყვარულო გუნდმა, რომელშიც თამაშობენ ფეხბურთელები, რომლებიც სხვა პროფესიითაც არიან დაკავებული, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შინ ბოსნიური „ბორაცი“ 2:1 დაამარცხეს და მოპოვებულ უპირატესობას სტუმრად თუ შეინარჩუნებენ, ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავლენ, რითაც კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპს უარეს შემთხვევაში გაინაღდებენ.
„კლაკსვიკმა“ ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყო ასპარეზობა, სადაც „დიფერანჟი“ დაამარცხა, მეორე ეტაპზე შვედურ „მალმიოსთან“ წააგო, რომელსაც სხვათა შორის შინ 3:2 აჯობა, მაგრამ სტუმრად 1:4 წააგო და ამგვარად გადაერთო ევროპა ლიგის მესამე წრეში.