გორის "დილამ" მორიგი ტრანსფერი განახორციელა - 26 წლის მარჯვენა ვინგერი ირაკლი ბუღრიძე კვლავ გორული კლუბის ღირსებას დაიცავს.
ირაკლი „დილას“ ყაზახეთის უმაღლესი ლიგის გუნდ "ყიზილჟარიდან" შეუერთდა. იგი "დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, რის შემდეგაც ირიცხებოდა "ლოკომოტივის" და საჩხერის "ჩიხურას" რიგებში.
საზღვრებს გარეთ მან კარიერა განაგრძო ბელგიურ "ბეერსხოტში", შემდეგ ისევ სამშობლოში "დინამო თბილისის“ რიგებში ასპარეზობდა, თბილისური გუნდის შემდეგ გორის "დილას" რიგებს შეუერთდა ხოლო შემდეგ ქუთაისის "ტორპედოში" განაგრძო კარიერა.