ფეხბურთი

23:50 | 8.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტამ" იტალიის ნაკრების ფორვარდი დაიმატა

ბერგამოს „ატალანტამ“ „ჯენოადან“ მატეო რეტეგი დაიმატა. იტალიის ნაკრების ფორვარდმა კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ბერგამოელებს იტალო-არგენტინელი შემტევის დამატება 22 მილიონი ევრო დაუჯდათ, რასაც ბონუსად 3 მილიონც დაემატება. მატეომ ჯანლუკა სკამაკა უნდა შეცვალოს, რომელმაც მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანზე 2025 წლამდე ვერ გავა.

მატეო რეტეგიმ „ჯენოაში“ გასულ სეზონში 31 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მანამდე ის სამშობლოში თამაშობდა, სადაც „ბოკა ხუნიორსის“, „ტალერესის“, „ესტუდიანტესის“ და „ტიგრეს“ ღირსებას იცავდა. რეტეგი იტალიის მოქალაქეა და „სკუადრა აძურას“ რიგებში თამაშობს (12 მატჩი, 4 გოლი).

0.125849