„ბაიერნის" ყოფილმა ვარსკვლავმა ლოთარ მათეუსმა უპასუხა კითხვას, ვინ მოიგებს გერმანიის ჩემპიონატს 2024/2025 წლების სეზონში.
„ბაიერი“ სეზონს ფავორიტად იწყებს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ დაუმარცხებელი ჩემპიონი და თასის მფლობელია, არამედ იმიტომ, რომ აშკარა უპირატესობები აქვს „ბაიერნთან,“ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ და სხვა კლუბებთან შედარებით.
ალონსო გუნდს უკვე ორი წელია წვრთნის. შემადგენლობა შეინარჩუნა და გონივრულად გააძლიერა ტერიეთი, გარსიათი, ბელოსიანით“, - ციტირებს მათაუსის სიტყვებს Bild.
2023/2024 წლების სეზონში „ბაიერი“ გერმანიის ჩემპიონი წაუგებლად გახდა. გერმანიის თასიც მოიგო და ევროპა ლიგის ფინალშიც გავიდა, სადაც „ატალანტასთან“ დამარცხდა (0:3).