ჭიდაობა

14:10 | 8.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ გამყრელიძე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

პარიზის ოლიმპიადაზე სტარტი აიღო ასპარეზობამ თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ოთხი წარმომადგენელი ჰყავს.

პირველი შეჯიბრში 86 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძე ჩაერთო, რომელმაც მერვედფინალში უზბეკ ჯავრაილ შაპიევთან უბრალოდ უშანსოდ, 1:5 წააგო. თავის მხრივ, შაპიევმა მეოთხედფინალში მარცხი განიცადა და გამყრელიძემ რეპეშაჟიდან ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსიც დაკარგა. ასე რომ, მან გამოსვლა დაასრულა.

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს კიდევ სამი წარმომადგენელი ჰყავს - გოდერძი ძებისაშვილი, გიორგი მაჭარაშვილი და გენო პეტრიაშვილი, რომლებიც 9-10 აგვისტოს იჭიდავებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას ამ დროისთვის ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა მოუტანა (ძიუდო), ვერცხლი ტატო გრიგალაშვილის და ილია სულამანიძის (ორივე ძიუდო) აქტივშია, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლაშა გურული დაეუფლა (კრივი).

0.115985