12:55 | 8.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ვესტ ჰემი“ კირან ტრიპიერით დაინტერსდა

მცველი კირან ტრიპიერი შესაძლოა „ნიუკასლიდან“ „ვესტ ჰემში“ გადავიდეს - წერს The Telegraph.

წყაროს ცნობით, ლონდონური კლუბი 33 წლის მცველის შეძენას შეეცდება თუ ის ხელმისაწვდომი იქნება.

„ვესტ ჰემს“ ასევე სურდა ვან-ბისაკას („მანჩესტერ იუნაიტედი“) და კაილ უოკერ-პიტერსის შეძენა „საუთჰემპტონიდან,“ მაგრამ მათ ტრანსფერზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა ორივე ფეხბურთელი კვლავ მაღალი რეიტინგის მქონეა.

გასულ სეზონში ტრიპიერმა 39 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ინგლისელი „ნიუკასლში“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ 2022 წლის იანვარში გადავიდა. ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

0.111697