ფეხბურთი

10:27 | 8.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერმა“ „ალ-იტიჰადთან“ წააგო, დიაბიმ დუბლი შეასრულა

7 აგვისტოს იტალიის ქალაქ მონცაში, ამხანაგურ მატჩSი მილანის „ინტერმა“ „ალ-იტიჰადს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

იტიჰადელთაგან დუბლი ფრანგმა თავდამსხმელმა მუსა დიაბიმ შეასრულა, რომელმაც ანგარიში 25-ე წუთზე გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე შედეგი გააორმაგა.

საუდურ კლუბში ამ შეხვედრაში ფრანგმა თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამაც ითამაშა სრული მატჩი, ფრანგმა საყრდენმა ნახევარმცველმა ნგოლო კანტემ (შეცვლაზე შევიდა 63-ე წუთზე), ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფაბინიომ (სრული მატჩი), სერბმა მეკარე პრედრაგ რაიკოვიჩმაც (სრული მატჩი) ითამაშეს, იტალიელი ცენტრალური მცველი ლუის ფელიპე ტრავმის გამო 28-ე წუთზე შეცვალეს.

0.152255