სხვა

1:44 | 8.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

მედლების ჩათვლა ოლიმპიადაზე: საქართველო 30-ეულში აღარ არის

პარიზის ოლიმპიური თამაშებზე მე-12 საშეჯიბრო დღე დასრულდა, რომელიც საქართველოსთვის ისევ უმედლო გამოდგა.

შედეგად, ნელ-ნელა რეიტინგში ისახება ეს ყველაფერი - საქართველო უკვე 30-ეულს მიღმაა და 1 ოქროს, 2 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედლით 32-ე ადგილზეა. შედარებისთვის, გუშინ 28-ე საფეხურზე იყო.

მოწინავე ათეულში არანაირი ცვლილება არ მომხდარა. ლიდერი ისევ აშშ-ია, რომელსაც 27 ოქრო აქვს და კვალში მიჰყვება ჩინეთი 25 ოქროს მედლით. ყველაზე მეტი მედალი რაოდენობრივად ასევე ამერიკელთა აქტივშია - 94.

მედლების ჩათვლა

1. აშშ - 27 ოქრო, 35 ვერცხლი, 32 ბრინჯაო (სულ 94 მედალი)

2. ჩინეთი - 25 ოქრო, 23 ვერცხლი, 17 ბრინჯაო (65)

3. ავსტრალია - 18 ოქრო, 12 ვერცხლი, 11 ბრინჯაო (41)

4. საფრანგეთი - 13 ოქრო, 17 ვერცხლი, 21 ბრინჯაო (51)

5. დიდი ბრიტანეთი - 12 ოქრო, 17 ვერცხლი, 20 ბრინჯაო (49)

6. სამხრეთ კორეა - 12 ოქრო, 8 ვერცხლი, 7 ბრინჯაო (27)

7. იაპონია - 12 ოქრო, 6 ვერცხლი, 13 ბრინჯაო (31)

8. იტალია - 9 ოქრო, 10 ვერცხლი, 8 ბრინჯაო (27)

9. ნიდერლანდები - 9 ოქრო, 5 ვერცხლი, 6 ბრინჯაო (20)

10. გერმანია - 8 ოქრო, 5 ვერცხლი, 5 ბრინჯაო (18)

...32. საქართველო - 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო (4)

მედლების ჩათვლის სრული რეიტინგი...

საქართველოს დელეგაციას ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა მოუტანა (ძიუდო), ვერცხლი ტატო გრიგალაშვილის და ილია სულამანიძის (ორივე ძიუდო) აქტივშია, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლაშა გურული დაეუფლა (კრივი).

0.114783