დანიურ „კოპენჰაგენში“ გიორგი გოჩოლეიშვილის დებიუტი შედგა. კონფერენს ლიგაზე ჩეხურ „ოსტრავასთან“ შეხვედრაში ქართველი მცველი მოედანზე მე-10 წუთზე შევიდა.
თამაშის დასაწყისში მექსიკელმა მარჯვენა მცველმა როდრიგო უესკასმა ტრავმა მიიღო და გიორგიმ ის შეცვალა და პირველად ითამაშა დანიურ გუნდში.
„კოპენჰაგენმა“ დაძაბულ ბრძოლაში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით 1:0 მოიგო. საპასუხო მატჩი ერთ კვირაში ჩეხეთში გაიმართება.
„კოპენჰაგენი“ დანიის სუპერლიგაში სამი ტურის შემდეგ 7 ქულით მეოთხე ადგილზეა, უახლოეს შეხვედრას კი, 11 აგვისტოს, „სონდერისკესთან“ სტუმრად გამართავს.