ფეხბურთი

21:44 | 7.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა ვერ მიიღო. როგორც ნეაპოლური გამოცემები წერენ, ქართველი ფეხბურთელი იან კაიუსტისთან ერთად მხოლოდ მოთელვით შემოიფარგლა.

კვარაცხელიამ საწვრთნელ სესიაზე მხოლოდ „მაყურებლის რანგში“ იყო და არ უვარჯიშია. მიზეზი კუნთების შესაძლო დისკომფორტია. Spazio Napoli-ის ცნობით, ვარჯიშის დაწყებამდე კვარა „ნაპოლის“ ექიმ რაფაელე კანონიკისთან საუბრობდა, შემდეგ კი, ხვიჩა მხოლოდ მარტივი გაჭიმვბით შემოიფარგლა. მისი მდგომარეობის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ხვიჩა კვარაცხელიამ მოსამზადებელ ეტაპზე სამი მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. „ნაპოლი“ სეზონს 10 აგვისტოს, იტალიის თასზე, „მოდენასთან“ დაპირისპირებით გახსნის, სერია A-ს პირველ ტურში კი, 18 აგვისტოს, „ვერონას“ ესტუმრება.

0.112366