გრაცის „შტურმმა“ კლაგენფურტში ამხანაგური მატჩი „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ ჩაატარა და ოთარ კიტეიშვილმა გოლი გაიტანა.
ქართველი ძიდითად შემადგენლობაში იყო და 43-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან ეფექტური გოლით ანგარიში გაათანაბრა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2. აღსანიშნავია, რომ პსჟ 2:0-ს იგებდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.
ოთარი შესვენებაზე შეცვალეს, ისევე, როგორც მთელი გუნდი. ავსტრიის ბუნდესლიგა უკვე დაიწყო და „შტურმი“ პირველ ტურში „რაპიდთან“ 0:1 დამარცხდა. კიტემ ტრავმა მოირჩინა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მიიღო.
გრაცელები ბუნდესლიგის მეორე ტურში 11 აგვისტოს, „ჰარტბერგს“ უმასპინძლებენ. მოგეხსენებათ, „შტურმი“ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, სადაც ევროპული ფეხბურთის გრანდებთან მინიმუმ 8 მატჩს ჩაატარებს.