ფეხბურთი

20:00 | 7.08.2024 | ნანახია 1365 - ჯერ

ლევან კორღალიძე: "ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია"
"ფეხბურთელებს მოტივაციისთვის ბუდუ ზივზივაძის მომენტი ვაჩვენე, როცა ვარდნაში თავით ითამაშა"

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის „იბერია“ თურქულ „ბაშაკშეჰირს“ უმასპინძლებს.

თამაშამდე „იბერიას“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„რთული თამაში გამოვიდა ორი მატჩის ჯამში, მაგრამ კარგია რომ გავიმარჯვეთ. თუმცა, ეს უკვე დავიწყებულია, ხვალ უკვე ძალიან ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. ეს ფეხბურთია, ყველაფერი ხდება, თანამედროვე ფეხბურთში ყოველთვის ფურცელზე დაწერილი ფავორიტი ვერ იმარჯვებს. ვისაც მეტად სურს გამარჯვება კონკრეტულ მომენტში, ის აღწევს მიზანს და ამის გვჯერა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი გუნდია და ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ არც ჩვენ გვყავს ნაკლები ფეხბურთელები. ისევ იმ გულით უნდა ვითამაშოთ, როგორც წინა ეტაპზე.

ვეცადეთ მაქსიმალურად კარგად მომზადება, უფრო დაწვრილებით მივიტანოთ ფეხბურთელებამდე, თუ სად აქვს მეტოქეს ძლიერი და სუსტი მხარეები. არ ვიცი, რატომ არის მეტოქის მწვრთნელი უკმაყოფილო, რთულია ამაზე მე ვიმსჯელო, თვითონ უკეთ იცნობს თავის გუნდს. ერთი ვიცით, ჩვენ რა დავინახეთ სუსტი მხარეები და ვიცით, რა არის გასაკეთებელი. დანარჩენი თამაშის მსვლელობისას გამოჩნდება. მთავარია, წინასწარ გამოვიცნოთ, რა სცენარით შეიძლება წავიდეს თამაში. ძლიერი გუნდია, მაგრამ შეგვწევს იმის ძალა, რომ დიდი წინააღმდეგობა გავუწიოთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი. დარწმუნებული ვარ, სულით და გულით ვითამაშებთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ, ამისთვის ყველაფერს გავიღებთ. ვეცდებით, რომ ყველაფერი ჩვენზე იყოს დამოკიდებული.

ფინანსურ მოტივაციაზე მაღლა დგას გახარებული ხალხი, ის პატარა გახარებული ბავშვი, რომლებიც „იბერიას“ ლოგოს კოცნიდა. მე არ ვიცი ის ბავშვი ვინ არის, მაგრამ ამაზე დიდი სიხარული და მოტივაცია რა შეიძლება იყოს, როდესაც ამას ხედავ. გვახსოვს, რომ ხვალ 8 აგვისტოა და უფრო მეტად მოტივირებული ვიქნებით. მინდა, მივუსამძიმრო ომში დაღუპული ადამიანების ოჯახებს. ვფიქრობ, ხვალ არა მარტო საფეხბურთო და სპორტული პასუხისმგებლობა გვაქვს.

ბურთის ფლობა, პოზიციური შეტევა - „იბერიასთვის“ ახალი არ არის, წლებია უკვე ეს გუნდი ამ სტილით თამაშობს და მეც ამ ფეხბურთის მომხრე ვარ, რადგან უფრო მეტი შანსი გაქვს შეტევის და ნაკლები შანსია, რომ შენს კართან იყოს ხიფათი. ვეცდებით, მეტოქეს ჩვენს კონტრარგუმენტებს დავუპირისპირებთ, ხვალ აუცილებლად ვითამაშებთ შემტევ ფეხბურთს სათამაშო დისციპლინის დაცვით.

ევროტურნირების დროს შუა კვირაში თამაშის გამო სავარჯიშოდ ნაკლები დრო გვაქვს. გადაღლილობაც რა თქმა უნდა არის ასეთ დროს, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ვერ ვარჯიშობ. დარწმუნებული ვარ, ხვალ ენერგია აღდგენილი გვექნება, ვეცდებით, რომ ფრენა, მგზავრობა არ დაგვეტყოს და ამისთვის ჩვენი სტაფი ყველაფერს აკეთებს. თუმცა, მე, როგორც მთავარ მწვრთნელს 2-3 ვარჯიში ნამდვილად დამაკლდა. მიუხედავად ამისა, ჩვეულებრივად ვივარჯიშეთ და პირველად არ ხდება ეს, ევროპაშიც ამ გრაფიკით თამაშობენ.

რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ მარტო „იბერია“ შემორჩა ქართული გუნდებიდან ევროტურნირებს, მაგრამ როგორც მწვრთნელი ვიტყვი, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა, ასევე მოტივაციაც. „პარტიზანთან“ მატჩის წინ ბიჭებს გასახდელში ბუდუ ზივზივაძის მომენტი ვაჩვენე, როცა ვარდნაში თავით ითამაშა. ჩვენთვის საქართველოს ნაკრები ძალიან დიდი მოტივაციაა.

ძალიან დიდი ენერგია და ემოციური ენერგია წაიღო ალბანეთში საპასუხო თამაშმა, ამიტომ, ქარდავა დავასვენეთ, მაგრამ ხვალ აუცილებლად იქნება განაცხადში. ახალწვეულებს და ახალგაზრდებს რაც შეეხება, ყოველთვის ვცდილობ, ვენდო მათ. თამაშის ხარისხით ნამდვილად კმაყოფილი ვარ ჩემპიონატის ბოლო მატჩში, საგოლე მომენტების გამოყენების პრობლემა გვქონდა და ამაზე ვმუშაობთ“, - თქვა კორღალიძემ.

მატჩის წინ კომენტარი გააკეთა „იბერიას“ ფეხბურთელმა გიორგი კოხრეიძემ:

„ენერგია მიაქვს ორ ტურნირზე თამაშს, მაგრამ ჩემი აზრით, თავს ყველა კარგად ვგრძნობთ. გუნდში დადებითი მუხტი და უმაღლესი განწყობაა. ვეცდებით, რომ ხვალ გავიმარჯვოთ და ჩვენი მხარეები ქართველ ხალხს კიდევ დავანახოთ. ჩემი აზრით, მუხტისთვის გულშემატკივარი ყველაზე მნიშვნელოვანია, ვთხოვ, რომ მოვიდნენ სტადიონზე და გვერდში დაგვიდგნენ, რადგან ევროტურნირებზე მარტო ჩვენ დავრჩით და ვფიქრობ, გვერდში დგომა დავიმსახურეთ. ხვალ ჩვენი კოზირი ბურთის კონტროლი იქნება და მოგებაზე უნდა ვითამაშოთ, ფრე არც უნდა განვიხილოთ. ჩვენი მოტივატორია საქართველოს ნაკრები, რომელმაც ჯგუფიდან გასვლა შეძლო და რატომაც არა, რომ ჩვენ გავიდეთ ჯგუფში, ფეხბურთია და ყველაფერი ხდება“, - აღნიშნა კოხრეიძემ.

შეგახსენებთ, რომ „იბერიას“ და „ბაშაკშეჰირის“ მატჩი 8 აგვისტოს, 19:45 საათზე გაიმართება.


კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:02 | 30.06.2021
გიო55გიო (384)

ლილარდს არ გამაზავს მეფე და გაისად გაიკეთებს მეხუთე ბეჭედს. დარწმუნებული ვარ მოაყომარებენ მაგ ამბავს ელეიში!

07:26 | 30.06.2021
O.KANI (475)

გამიტყდა ბერძენის დალეწვა მიუედავად იმისა რო მაგრა მკიდია ეგ ცხოველი, რა წონა ექნება ესეთ ბეჭდებს როცა ყველა ილეწება, მაგრამ ლიჟბი იმ ასომ არ მოიგოს გენერალს რო ეძახიან.

19:07 | 29.06.2021
Kobe Bean (21683)

იასნია რომ ბეჭედი უნდა დეიმთაიმს და პორტლენდზე უარეს გუნდში არანაირად არ წავა.ახლა გააქტიურდება ლეიკერსიც და სხვებიც ვისაც ჩემპიონობაზე აქვთ პრეტენზია ბრუკლინის გარდა.კი უყვარს კეიდის 3-4 სტართან თამაში მაგრამ ვერც ხელფასით გაწვდებიან ლილარდს და პოციურადაც ვერ ჩააჯენენ გუნდში.გოლდენმა შეიძლება სიაკამი და სიმონსი დაიმატოსო

19:01 | 29.06.2021
Kobe Bean (21683)

ლილარდმა მოითხოვა გაცვლა და ახლა წავა დედის წიოკი მაგ ტრეიდზე

19:00 | 29.06.2021
Kobe Bean (21683)

ერთი წარბა დაემტვრა ლეიკერსს და გარბიჯი ათამაშა ფინიქსმა ყველა თამაში უწარბო ლეიკერსს და კლიპერსმა თუ კავაის გარეშე გაიარა ეგ ფინიქსი საღოლ მაშინ.გამოდის რომ წარბას უფრო მეტი როლი ქონია თავის გუნდში ვიდრე კავაის

18:50 | 29.06.2021
Kobe Bean (21683)

კავაის(პლუს იბაკაც აკლიათ) გარეშე რომ კლიპერსი ფინალში გავიდეს,ნაღდად დაეცემა ლეონარდის სტატუსი.ბაქსსთან კი წააგებენ ულეონარდი კლიპერსელები მაგრამ კავაის გარეშე ჯაზი-ფინიქსის გაგდებაც არ იქნება ხუმრობა

18:47 | 29.06.2021
Kobe Bean (21683)

ებიჯო ვის რად უნდა შენი 50 ლარი,მიხედე დუქანს.ჯორჯის პერფომანსი ნაღდად გამოსარჩევი იყო და მიდლტონს რაც შეეხება მე თუ მკითხავთ იანისზე მეტი ლიდერი ეგაა ბაქსის.ჯერ მიდლტონმა მოუგო სერია ბრუკლინს და მერე იანისმა

18:26 | 29.06.2021
haudi (1058)

არ უნდა 50 გელა როგორც სჩჰანს

18:43 | 29.06.2021
KoRBeN DaLLaS (24842)

"რადნოი" ნიკით წერე ხოლმე, ნუ გრცხვენია

18:25 | 29.06.2021
haudi (1058)

რა იქნა ეს სექსუალი კი მარა

11:58 | 29.06.2021
federerjamesliverpooldelpotro (17151)

დღეს იანგი თუ არ იყო მილუოკი 4-1ს მარტივად დახურავს

11:57 | 29.06.2021
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ჯორჯს როგორ უნდა ბეჭედი არ ნებდება. ვნახოთ ვნახოთ რა ძალა ეყოფა კლიპერსს სერიის დასატრიალებლად. ძალიან საინტერესოა ის რაც დღეს მოხდა

13:48 | 29.06.2021
Marco8 (3589)

ჯერ ლებრონს ეჭიდავებოდა ინდიანაში , ეხლა აქაც მარტო დარჩა , მეეჭვება ბეჭდის მაგრამ ვნახოთ რა გამოვა.

14:00 | 29.06.2021
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ინდიანას ჯორჯი მართლა საუკეთესო იყო

07:53 | 29.06.2021
O.KANI (475)

პულსი გაუძლიერდა კლიპერსს

11:42 | 29.06.2021
Marco8 (3589)

მალე დაუვარდება

16:31 | 28.06.2021
federerjamesliverpooldelpotro (17151)

კავაი კიდე არაა და ფინიქსმა უნდა დახუროს სერია დღეს წესით. მილუოკი ატლანტა 4-2ს სერია არ გაექცევა მაქსიმუმ მითუმეტეს ტრეიმ კოჭი დაიზიანა. ფინიქსი მილუოკის ფინალი დიდი ალბათობით შედგება, ფლეიოფებიდან გამომდინარე ღირსეული ფინალიც შეიძლება დაერქვეს. მოგებას ორივე იმსახურებს ფაქტია

15:30 | 28.06.2021
zviadi-shxefi (6306)

მეგონა იუტას დამარცხების მერე ფინიქსაც მოინელებდა თუნდაც კავაის გარეშე კლიპერსი მაგრამ მიუხედავად იმისა რომ სამართლიანი თამაშის არ მჯერა მაინც დამსახურებულად გავა ფინიქსი თუ მოიგებს. კავაით ეს გუნდი ერთერთი უმთავრესი ფავორიტია და ფავორიტი იყო შარშანაც რომ არა დებილი მწვრთნელი თუ ზემოდან ჩაწყობა). ამ მორისს დალასთან აუდგა მაინცდამაინც (ნუ იუტასთანაც )


ბაქსმა დაიბრუნა უპირატესობა და სურვილის შემთხვევაში მალევე დაასრულებს სერიას.

13:37 | 28.06.2021
KoRBeN DaLLaS (24842)

ნუ, მილუოკი უკვე საფუძვლიანად "უიასნებს" ატლანტას ))
ჩემი აზრით შემდეგ ორ თამაშსაც კომფორტული სხვაობით ატაკებს. მაქსიმუმ, 4:2 იყოს ამ სერიის საბოლოო ანგარიში. არაა ჰოუქსი ხარირმების საპირწონე მეტოქე.
ისიც კარგად გამოჩნდა ამ პლეიოფში, რომ მარტო ბერძენის გუნდი არაა ბაქსი. სხვებიც ხშირად იღებენ ლიდერობას საკუთარ თავზე და ეს პირველ რიგში მიდლტონზე ითქმის.
გაიზარდა ბუდენგოლცერის სასტავი მენტალურად. წესით ჩემპიონობა მათია.

16:29 | 28.06.2021
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ჩემი აზრით მიდლტონი მთელი ფლეიოფი არაფრით ჩამოუვარდება იანისს საერთოდ თუ არ ჯობია

0.065966
1365