ფეხბურთი

16:04 | 7.08.2024 | ნანახია 517 - ჯერ

უეფამ მორატა და როდრი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა

უეფამ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები როდრი და ალვარო მორატა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ამის მიზეზი გიბრალტარის მიმართ შეძახილები გახდა. ევრო 2024-ის მოგების შემდეგ საზეიმო ცერემონიაზე როდრი და მორატა ყვიროდნენ: „გიბრალტარი ესპანურია“.

გიბრალტარის ფეხბურთის ფედერაციამ საჩივარი უეფაში შეიტანა, რაც იმით დასრულდა და ფეხბურთელები დაისჯებიან.

მორატა და როდრი უახლოეს სანაკრებო შეხვედრას გამოტოვებენ, რომელსაც ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგაზე 7 სექტემბერს, სერბეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.116359