ჭიდაობა

14:41 | 7.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა გობაძე ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

პარიზის ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ლაშა გობაძემ მერვედფინალური შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.

87 კგ წონით კატეგორიაში გობაძე ალჟირელ ბაშირ სიდ აზარას შეხვდა, რომელსაც უმძიმეს ბრძოლაში 2:1 აჯობა, მაგრამ რაც მთავარია მეოთხედფინალში იჭიდავებს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა 1:1 დასრულდა და ლაშამ რეალურად ბოლო ქულით მოიგო, თუმცა ალჟირელმა ჩელენჯი წააგო, რის გამოც ქართველს 1 ქულა დაემატა. გობაძის მომდევნო მეტოქე ბულგარელი სემენ ნოვიკოვი იქნება.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველო ოლიმპიადაზე 3 მოჭიდავითაა წარმოდგენილი. რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) და რამაზ ზოიძე (67 კგ) მერვედფინალში დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას ამ დროისთვის ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა მოუტანა (ძიუდო), ვერცხლი ტატო გრიგალაშვილის და ილია სულამანიძის (ორივე ძიუდო) აქტივშია, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლაშა გურული დაეუფლა (კრივი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118097