ფეხბურთი

13:42 | 7.08.2024 | ნანახია 656 - ჯერ

"მარსელმა" "ინტერიდან" არგენტინელი ფეხბურთელი დაიმატა

მარსელის „ოლიმპიკმა“ მილანის „ინტერიდან“ ნიჭიერი არგენტინელი ფეხბურთელი ვალენტინ კარბონი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

19 წლის ფეხბურთელი ფრანგულ გუნდს ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა.

კარბონიმ გასული სეზონი იჯარით „მონცაში“ გაატარა, სადაც 32 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. მას „ინტერში“ 6-ჯერ უთამაშია, ხოლო არგენტინის ნაკრებში 3 თამაში აქვს ჩატარებული.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.065673
656