ჩეხეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი უეფას ერთა ლიგის ეგიდით ოლომოუცში გაიმართება.
ჩეხებმა ხსენებული შეხვედრისთვის შეარჩიეს მასპინძელი არენა - „ანდრუვ შტადიონი“, რომელიც 12 474 მაყურებელს იტევს.
ჩეხეთის ნაკრებს აღნიშნულ სტადიონზე 14-ჯერ აქვს ნათამაშები, საიდანაც 10 მატჩი მოიგო, 4-ჯერ დამარცხდა, ხოლო ფრე არ უთამაშია.
ჩეხეთი-საქართველოს შეხვედრა 19 ნოემბერს გაიმართება. ეს ნაკრებები აქამდე ერთადერთხელ შეხვედრიან, როცა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ჰამბურგში ითამაშეს და ფრე დაფიქსირდა - გიორგი მიქაუტაძის გოლს პატრიკ შიკმა უპასუხა.
ერთა ლიგის B დივიზიონში საქართველოს ნაკრების კალენდარი ასეთია:
საქართველო - ჩეხეთი (I ტური, 7 სექტემბერი)
ალბანეთი - საქართველო (II ტური, 10 სექტემბერი)
უკრაინა - საქართველო (III ტური, 11 ოქტომბერი)
საქართველო - ალბანეთი (IV ტური, 14 ოქტომბერი)
საქართველო - უკრაინა (V ტური, 16 ნოემბერი)
ჩეხეთი - საქართველო (VI ტური, 19 ნოემბერი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სასიამოვნოა რომ ცურვის მსოფლიო ჩემპიონატიდან მნიშვნელოვან მოვლენებს გვაცნობთ.
ამ ზაფხულს იუჯინში მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატია და იმედია საფუძვლიანი მიმოხილვა გექნებათ.