საკლუბო ჩემპიონატების განახლებადე მოსამზადებელი პერიოდი გრძელდება. კლუბები სპარინგ შეხვედრებს მართავენ, გამთენიას კი გამორჩეული მატჩი „მილანსა“ და „ბარსელონას“ შორის გაიმართა.
ორივე გუნდმა საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა. „მანჩესტერ სიტისთან“ და მადრიდის „რეალთან“ გამარჯვების შემდეგ კვლავ მოიგო „როსონერიმ“. პაულო ფონსეკას გუნდმა საწყის წუთებში „ბლაუგრანას“ 2 გოლი გაუტანა.
ანგარიში ლუკა იოვიჩმა მე-10 წუთზე გახსნა, ხოლო ხუთ წუთში სხვაობა კრისტიან პულიშიჩმა გაზარდა. „ბარსელონამ“ მალევე რობერტ ლევანდოვსკის გოლით უპასუხა, რომელმაც 58-ე წუთზე დუბლი შეასრულა და ძირითადი დროც ამ შედეგით დასრულდა - 2:2.
გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც იტალიელებმა 4:3 მოიგეს. „მილანის“ შემადგენლობაში თერთმეტმეტრიანები ბენასერმა და კალულიმ გააფუჭეს. ისმაილს მეკარემ აჯობა, ხოლო ფრანგმა არაზუსტად დაარტყა.„ბარსადან“ კუნდეს დარტყმული კარს ასცდა, ხოლო კაზანოვას და მიქაილ ფაიეს დარტყმა მეკარემ მოიგერია.
„მილანს“ ერთი ამხანაგური თამაში დარჩა, რომელსაც 13 აგვისტოს „მონცასთან“ ჩაატარებს, ხოლო „ბარსელონა“ 12 აგვისტოს „მონაკოს“ შეხვდება.