ინგლისის ეროვნული ნაკრების დროებით მთავარ მწვრთნელად ლი კარსლი დაინიშნება, რომელიც ამჟამად 21-წლამდელთა ნაკრებში მუშაობს.
გარეთ საუთგეიტის შემცვლელი საფეხბურთო ასოციაციამ ჯერჯერობით ვერ იპოვა, ამიტომაც, ნაკრებს დროებით მწვრთნელს ჩააბარებენ. ბრიტანული მედიის ცნობით, სწორედ ლი კარსლი უხელმძღვანელებს „სამ ლომს“ ერთა ლიგის სასტარტო მატჩებში სექტემბერში, ირლანდიისა და ფინეთის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ ირლანდიელმა ლი კარსლიმ ინგლისის 21-წლამდე ნაკრებს შარშან ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა, რომელიც საქართველოში გაიმართა.