ფეხბურთი

11:29 | 7.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

შეხვედრა ფუტსალის ლიგის კლუბებთან

6 აგვისტოს, სასტუმრო ჰილტონში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ფუტსალის ლიგის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას სფფ-ის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი, სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე და ფუტსალის ასოციაციის გენერალური მდივანი, ზურა გელაშვილი ესწრებოდნენ.

ტრადიციულ, სეზონისწინა შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა საკითხები. მათ შორის, ფუტსალის ლიგის გათამაშების 2024/25 წლის სეზონის ფორმატის შესაძლო ცვლილებებზე ისაუბრეს.

ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი 26 სექტემბერს დაიწყება. ფუტსალის მთავარ ლიგაში კვლავ 8 გუნდი იასპარეზებს. მათ შორის ორი დებიუტანტია - დინამო თბილისი და საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი.

2025 წლიდან ფუტსალის კლუბებს შორის სეზონის დასრულების შემდეგ სუპერთასი გათამაშდება. შეხვედრაში ერთმანეთს ფუტსალის ლიგისა და თასის გამარჯვებული კლუბები დაუპირისპირდებიან.

GFF.GE

0.134986