სხვა

1:42 | 7.08.2024 | ნანახია 0 - ჯერ

მედლების ჩათვლა ოლიმპიადაზე: საქართველოს -1 და კვლავ ახალი ლიდერი

პარიზის ოლიმპიადაზე მედლების ჩათვლაში ამერიკა პირველ ადგილზე დაბრუნდა, რომელიც 24 ოქროს მედლით ისევ გალიდერდა.

ჩინეთს 22 ოქრო აქვს და მეორე ადგილს დაუბრუნდა. მედლების საერთო რაოდენობითაც ამერიკაა ლიდერი, სულ 86 მედლით, თუმცა უპირატესი ხარისხია და არა რაოდენობა.

სხვა ცვლილება ათეულში არ მომხდარა. საქართველომ მცირე უკუსვლა განიცადა უმედლო დღის შემდეგ და ამჟამად 28-ე ადგილზეა (გუშინ 27-ე პოზიციაზე იყო). მთლიანობაში მინიმუმ ერთი ოქროს მედლით თავს ამ დროისთვის 48 ქვეყანა იწონებს.

მედლების ჩათვლა

1. აშშ - 24 ოქრო, 31 ვერცხლი, 31 ბრინჯაო (სულ - 86 მედალი)

2. ჩინეთი - 22 ოქრო, 20 ვერცხლი, 16 ბრინჯაო (58)

3. ავსტრალია - 14 ოქრო, 12 ვერცხლი, 9 ბრინჯაო (35)

4. საფრანგეთი - 13 ოქრო, 16 ვერცხლი, 19 ბრინჯაო (48)

5. დიდი ბრიტანეთი - 12 ოქრო, 15 ვერცხლი, 19 ბრინჯაო (46)

6. სამხრეთ კორეა - 11 ოქრო, 8 ვერცხლი, 7 ბრინჯაო (26)

7. იაპონია - 11 ოქრო, 6 ვერცხლი, 12 ბრინჯაო (29)

8. იტალია - 9 ოქრო, 10 ვერცხლი, 7 ბრინჯაო (26)

9. ნიდერლანდები - 8 ოქრო, 5 ვერცხლი, 6 ბრინჯაო (19)

10. გერმანია - 8 ოქრო, 5 ვერცხლი, 4 ბრინჯაო (17)

...28. საქართველო - 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო (4)

მედლების ჩათვლის სრული რეიტინგი...

საქართველოს დელეგაციას ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა მოუტანა (ძიუდო), ვერცხლი ტატო გრიგალაშვილის და ილია სულამანიძის (ორივე ძიუდო) აქტივშია, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლაშა გურული დაეუფლა (კრივი).


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:42 | 21.04.2016
პანტელეიმონი (4347)

ლაშა, ოლიმპიური ოქროს ველოდებით შენგან.

18:45 | 20.04.2016
miriani (2665)

მე ძმაო ტალახაძისგან ოლიმპიურ ოქროს ველოდები ოლიმპიური რეკორდით!!!
ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს და ტრავმები აცილოს.
წარმატებები ლაშას

23:31 | 19.04.2016
davit-tg (768)

მადლობაააააა!მაგრები ხართ.კალათბურთი,რაგბი,ძიუდო და ეხლა ძალოსნობა.ამ სახეობის მამები არიან ნამდვილი პროფესიონალები და საამაყო ერისშვილება.წარმატება ქართულ სპორტს

15:41 | 19.04.2016
BEERTRANCE (97819)

ოლიმპიადაზეც გაგვეხაროს მათი წარმატების

0.065104