კალათბურთი

22:15 | 6.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ნაკრები ნახევარფინალშია

საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრები პარიზის ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში გავიდა.

ფრანგებმა მეოთხედფინალში კანადის ძლევა მოახერხეს - 82:73. მთლიანობაში, საფრანგეთმა აჯობა მეტოქეს და გამარჯვება არ გასჭირვებია. უფრო მეტიც, პირველი ტაიმის მერე ვენსან კოლეს გუნდის უპირატესობა გაცილებით სოლიდური იყო და კანადა ახლოს მთელი თამაშის განმავლობაში არ მიუშვა.

საფრანგეთის ნაკრებს გერშონ იაბუსელემ 22 ქულით ულიდერა, 20 ქულა ჰქონდა ისაია კორდინიეს, ევან ფურნიემ 15 ქულა მოიპოვა, ხოლო ვიქტორ ვემბანიამამ 7 ქულას, 12 მოხსნა და 5 პასი შემატა. კანადის ნაკრებში შაი ალექსანდერი გამოირჩა 27 ქულით.

საფრანგეთი ნახევარფინალში 8 აგვისტოს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიას დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112758