ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო კიევის“ და „რეინჯერსის“ VAR-ის ოთახის მსაჯები ტომაშ მუსიალი და ბარტოშ ფრანკოვსკი დააკავეს.
პოლონური მედია იტყობინება, რომ ისინი საგზაო ნიშნების ქურდობაში არიან ბრალდებული, რაც ერთობ უცნაური ბრალდებაა. მათთან ერთად მესამე ოირიც იყო. გაირკვა ისიც, რომ მსაჯები არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ.
გამოძიება მიმდინარეობს და თუ ბრალი დადასტურდა, პოლონეთის ფეხბურთის ფედერაცია მათ საქმიანობის უფლებას შეუჩერებს.
უეფამ პოლონელი მსაჯები დაუყოვნებლივ სხვა არბიტრებით შეცვალა. კიევის „დინამოს“ და „რეინჯერსის“ მატჩი პოლონეთის ქალაქ ლუბლინშია დაგეგმილი.