ფეხბურთი

20:47 | 6.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

მარიო რუიმ შესაძლოა "ნაპოლი" დატოვოს

მარიო რუიმ შესაძლოა, „ნაპოლი“ დატოვოს. იტალიური მედიის ცნობით, უახლოეს დღეებში ფეხბურთელის და გუნდის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან და გამოსავალს მოძებნიან.

რუი ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის, რადგან მარცხენა მცველის პოზიციაზე „ნაპოლის“ ლეონარდო სპინაცოლა, მატიას ოლივერა და პასკუალე მაძოკიც ჰყავს, ასე რომ, პორტუგალიელის ადგილი გუნდში აღარ დარჩა.

მარიო რუი „ნაპოლის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს და 227 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115946