კალათბურთი

19:30 | 6.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთმა ავსტრალიასთან 24-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ნახევარფინალში გავიდა

პარიზის ოლიმპიადაზე მეოთხედფინალური მატჩი კალათბურთში სერბეთსა და ავსტრალიას შორის ძალიან დრამატული გამოდგა, რომლის ბედი ოვერ ტაიმში გადაწყდა.

თავიდან ავსტრალია შესანიშნავი იყო, პირველი პერიოდი 14 ქულით მოიგო, ხოლო თამაშის მიმდინარეობისას იყო მომენტი, როცა ავსტრალია 24 ქულით იგებდა! დიდ შესვენებაზე სერბეთი 12 ქულიანი ჩამორჩენით გავიდა, თუმცა მაინც მოიგო.

მესამე მეოთხედი იყო გარდამტეხი, რომელიც სერბეთის ნაკრებმა 14 ქულით მოიგო. შეხვედრის დასრულებამდე წამით ადრე, პატი მილსმა ორქულიანი ჩააგდო, რითაც შეხვედრა ოვერ ტაიმში გადაიყვანა (82:82), თუმცა, იქ სერბეთმა ისევ აჯობა მეტოქეს და საბოლოოდ, 95:90 გაიმარჯვა.

სერბების რიგებში რა თქმა უნდა, ნიკოლა იოკიჩი იყო საუკეთესო, რომელმაც 21 ქულა, 14 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. ავსტრალიას პატი მილსმა ულიდერა 26 ქულით, ხოლო ჯოშ გიდის აქტივში 25 ქულა იყო.

კიდევ ერთი მეოთხედფინალი გაიმართა, რომელშიც მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა გერმანიამ საბერძნეთი 76:63 დაამარცხა. ბერძნები პირველი მეოთხედის შემდეგ 10 ქულით იგებდნენ, მაგრამ ამის შემდეგ გერმანელებმა მეტოქეს უბრალოდ შანსი არ მისცეს.

გერმანია ნახევარფინალში საფრანგეთს შეხვდება, ხოლო სერბეთის მეტოქე აშშ იქნება.

0.118075