6 აგვისტოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 2024 წლის გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
„დინამო თბილისი“ – „მეშახტე“/“დინამო ბათუმი“
„დინამო თბილისი 2“ – „გაგრა“
„სპაერი“ – „თელავი“
„გარეჯი“ – „კოლხეთი“
მეოთხედფინალური მატჩები 18 სექტემბერს გაიმართება, ხოლო მერვედფინალური ეტაპის გადადებული შეხვედრა ტყიბულის მეშახტესა და დინამო ბათუმს შორის, 14 აგვისტოს შედგება.