ფეხბურთი

16:54 | 6.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

79 წლის მირჩა ლუჩესკუ რუმინეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

მირჩა ლუჩესკუ რუმინეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

79 წლის სპეციალისტმა ფეხბურთის ფედერაციასთან ხელშეკრულება 2026 წლამდე გააფორმა. ასე რომ, რუმინეთის ნაკრებში ის 38-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, რადგან თავისი სამშობლოს ეროვნულ ნაკრებს 1981-1986 წლებში უკვე წვრთნიდა.

ლუჩესკუს არაერთგან უმუშევია, მათ შორის, „პიზაში“, „ბრეშაში“, „რეჯანაში“, „გალათასარაიში“, „ბეშიქთაშში“, „ზენიტსა“ და თურქეთის ნაკრებში, ბოლო სამი წელი კი, კიევის „დინამოს“ ავარჯიშებდა. თუმცა, ყველაზე დიდ წარმატებას 20024-2016 წლებში დონეცკის „შახტარში“ მიაღწია.

რუმინეთის ნაკრებმა ევრო 2024-ზე ითამაშა, სადაც მერვედფინალში გასვლაც შეძლო, თუმცა ტურნირს ნიდერლანდებთან მარცხით გამოეთიშა.

0.122063