ფეხბურთი

15:47 | 6.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტონი კროოსი „ოქროს ბურთის“ შესახებ: ისინი იგებდნენ, მე ვეხმარებდი“

მადრიდის „რეალისა" და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა, რომელმაც ევრო 2024-ის შემდეგ კარიერა დაასრულა, თქვა, რომ კარიერის განმავლობაში არასოდეს მოუგია „ოქროს ბურთის“ პრესტიჟული ჯილდო. თუმცა...

„ოქროს ბურთი“ არ იყო ის პრიზი, რომლისკენაც ვიღვწოდი. მაგრამ ეს არ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ის ვერ მოვიგე.

მსოფლიო დონის მოთამაშეების პროფილები, რომლებმაც მიიღეს ეს ჯილდო, ყოველთვის მსგავსი იყო. მაგრამ ჩემი სხვაგვარი გახლდათ.

ჩემს გუნდში მსოფლიო დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ: კრიშტიანუ რონალდუ, ლუკა მოდრიჩი, კარიმ ბენზემა. მათ მოიგეს ეს ჯილდო, მე კი ამაში ვეხმარებოდი.

წლეულს ევროპის ჩემპიონები რომ გავმხდარიყავით, „ოქროს ბურთის“ შანსი მომეცემოდა“, - ციტირებს კროოსის სიტყვებს Bild.

შეგახსენებთ, რომ კროოსმა პროფესიულ კარიერაში ბოლო მატჩი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაიმართა. ტურნირის მეოთხედფინალში გერმანიის ნაკრები ესპანეთთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

0.114789