„ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა განაცხადა, როდის დაუბრუნდება ფორვარდი ჰარი კეინი ვარჯიშს ევრო 2024-ის შემდეგ.
„ის ჯანმრთელია! ჰარი შუა კვირაში დაბრუნდება.
დაზიანებები არც ისე სერიოზული გახლდათ. წაგებული ევროს ფინალთან დაკავშირებით არსებული იმედგაცრუება უფრო დიდი იყო“, - ციტირებს ებერლის სიტყვებს Sky Sports.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი, რომელშიც ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებები შეხვდნენ, 14 ივლისს გაიმართა. თამაში ბერლინის „ოლიმპიასტადიონზე“ გაიმართა. ესპანეთის ნაკრებმა ანგარიშით 2:1 მოიგო. ეს ფინალი გახლდათ კიდევ ერთი წაგებული გადამწყვეტი მატჩი ჰარი კეინის კარიერაში. თავდამსხმელს ჯერ არც ერთი თასი არ მოუგია.
გასულ სეზონში კეინმა ბუნდესლიგის 32 მატჩში 36 გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია