ჭიდაობა

13:42 | 6.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების პირველი ვარჯიში პარიზში

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა პარიზის ოლიმპიურ სავარჯიშო არენაზე პირველი ვარჯიში ჩაატარა. გუნდი სრულ მზადყოფნაშია, ასპარეზობაში 8 აგვისტოს ჩაერთვება და პირველი ვლადიმერ გამყრელიძე (87 კგ.) იასპარეზებს.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ოლიმპიური ნაკრები გუნდი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ოთხ წონით კატეგორიაში არის წარმოდგენილი: გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (87 კგ), გივი მაჭარაშვილი (97კგ), გენო პეტრიაშვილი (125 კგ).

„დღეს პირველად ვივარჯიშეთ პარიზში, მშვენიერი გარემოა, ყველაფერია, რომ სპორტსმენმა მაქსიმუმი გამოავლინოს. 4 სპორტსმენით ვართ,3 დებიუტანტია, მეოთხე გენო პეტრიაშვილია, დანარჩენს, ხალიჩა გვაჩვენებს“, - თქვა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120288