„ბაიერის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ 2024/2025 წლების სეზონში მისი გუნდის ჩემპიონობის შანსები შეაფასა.
„ვფიქრობ, აზრი არ აქვს იმაზე ლაპარაკს, თუ რა მოხდება მაისში. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა მოხდება აგვისტოში. რაც უფრო კარგად დავიწყებთ, მით უკეთესად შეგვიძლია დავასრულოთ.
საფუძველი ჩავყარეთ, მაგრამ, ეს ალბათ, საკმარისი არ იქნება. რაღაც უნდა დავამატოთ, გადავახალისოთ. გასული სეზონის დონე ვეღარ დაგვაკმაყოფილებს ჩვენ უნდა განვვითარდეთ და გავხდეთ უკეთესი“, - ციტირებს ალონსოს სიტყვებს Kicker.
„ლევერკუზენმა“ გასულ სეზონში ბუნდესლიგა წაუგებლად მოიგო და დაასრულა „ბაიერნის“ ზედიზედ 11-წლიანი გამარჯვებების სერია.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ბუნდესლიგის ახალი სეზონი 23 აგვისტოს მიონხენგლადბახის „ბორუსიასა“ და ლევერკუზენის „ბაიერს“ შორის მატჩით იწყება.