სხვა

2:34 | 6.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

მედლების ჩათვლა ოლიმპიადაზე: მე-10 დღის შემდეგ ლიდერი კიდევ ერთხელ შეიცვალა

პარიზის ოლიმპიური თამაშების მე-10 საშეჯიბრო დღის შემდეგ მედლების ჩათვლას სათავეში ისევ ჩინეთი ჩაუდგა.

ჩინელებს 21 ოქროს მედალი აქვთ და კვლავ უკან მოიტოვეს აშშ, რომლის აქტივში 20 ოქროა. მოგეხსენებათ, უპირატესობა არა რაოდენობას, არამედ ხარისხს ენიჭება, თორემ ყველაზე მეტი მედალი ჯამში ამერიკას აქვს - 78.

საქართველოს 5 აგვისტოს ოლიმპიადაზე წარმომადგენელი არ ჰყოლია, შესაბამისად, მონაგარი უცვლელია - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. უცვლელია საქართველოს პოზიციაც რეიტინგში, რომელშიც ისევ 27-ე ადგილზეა.

მედლების ჩათვლა

1. ჩინეთი - 21 ოქრო, 18 ვერცხლი, 14 ბრინჯაო (სულ 53 მედალი)

2. აშშ - 20 ოქრო, 30 ვერცხლი, 28 ბრინჯაო (78)

3. ავსტრალია - 13 ოქრო, 11 ვერცხლი, 8 ბრინჯაო (32)

4. საფრანგეთი - 12 ოქრო, 16 ვერცხლი, 18 ბრინჯაო (46)

5. დიდი ბრიტანეთი - 12 ოქრო, 13 ვერცხლი, 17 ბრინჯაო (42)

6. სამხრეთ კორეა - 11 ოქრო, 8 ვერცხლი, 7 ბრინჯაო (26)

7. იაპონია - 10 ოქრო, 5 ვერცხლი, 11 ბრინჯაო (26)

8. იტალია - 9 ოქრო, 10 ვერცხლი, 6 ბრინჯაო (25)

9. ნიდერლანდები - 7 ოქრო, 5 ვერცხლი, 5 ბრინჯაო (17)

10. გერმანია - 7 ოქრო, 5 ვერცხლი, 4 ბრინჯაო (16)

...27. საქართველო - 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო (4)

მედლების ჩათვლის რეიტინგი...

საქართველოს დელეგაციას ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა მოუტანა (ძიუდო), ვერცხლი ტატო გრიგალაშვილის და ილია სულამანიძის (ორივე ძიუდო) აქტივშია, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლაშა გურული დაეუფლა (კრივი).

0.116666