სხვა

1:15 | 6.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჭოკით ხტომა: დუპლანტისის ოლიმპიური ოქრო და მსოფლიო რეკორდი (+VIDEO)

ჭოკით ხტომაში არმან დუპლანტისმა ოლიმპიური ოქრო მოიგო და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

მან 6.25 მეტრის სიმაღლეზე გადახტომა შეძლო, რაც მსოფლიო რეკორდია. წინა რეკორდიც მას ეკუთვნოდა - 6.24 მეტრი, რომელიც მიმდინარე წლის 20 აპრილს დაამყარა, მაგრამ აღნიშნული შედეგი ოლიმპიადაზე 1 სანტიმეტრით გააუმჯობესა.

შვედი ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. მეორე ადგილზე ამერიკელი სემ კენდრიკსი გავიდა (5.95 მეტრი), ხოლო ბრინჯაოს მედალი ბერძენმა ემანუილ კარალისმა მოიპოვა, რომელიც 5.90 მეტრის სიმაღლეზე გადახტა.

აღსანიშნავია, რომ არმან დუპლანტისმა მსოფლიო რეკორდი მეცხრედ დაამყარა. ის 2020 წლიდან თავისივე რეკორდებს აუმჯობესებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120254