ფეხბურთი

22:38 | 5.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრები ოლიმპიადის ფინალში გავიდა (+VIDEO)

პარიზის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის ფინალში ესპანეთის ნაკრები გავიდა. „ლა როხამ“ ნახევარფინალში დაძაბულ ბრძოლაში აჯობა მაროკოს ნაკრებს.

მაროკოელებმა პირველი ტაიმი მოიგეს 37-ე წუთზე სოფიან რაჰიმის მიერ გატანილი პენალტით, თუმცა მეორე ნახევარში უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნეს.

ფერმინ ლოპესმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 85-ე წუთზე „ბარსელონას“ ნახევარმცველმა საგოლე პასიც მიითვალა და გამარჯვების გოლი ხუანლუ სანჩესმა გაიტანა.

ამრიგად, ევრო 2024-ის და ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის მოგების შემდეგ ესპანეთი კიდევ ერთ ტიტულს უტევს - ოლიმპიურ ჩემპიონობას.

მაროკო - ესპანეთი 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 რაჰიმი (37, პენ), 1:1 ლოპესი (66), 1:2 სანჩესი (85)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111059