ფეხბურთი

21:59 | 5.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ჰემმა" ნიკლას ფიულკრუგი დაიმატა

ლონდონის „ვესტ ჰემმა“ დორტმუნდის „ბორუსიადან“ ნიკლას ფიულკრუგი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

გერმანელმა ფორვარდმა „ჩაქუჩებთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ფიულკრუგმა „დორტმუნდში“ მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა და 43 მატჩში 15 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ფიურტის“, „ნიურნბერგის“, „ჰანოვერის“ და „ვერდერის“ ღირსებას იცავდა, გერმანიის ნაკრებში კი, 21 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი.

0.138291