ტურინის „იუვენტუსმა“ გლეისონ ბრემერთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ახალ ხელშეკრულებას ხელი 2029 წლის ზაფხულამდე მოაწერა.
„იუვენტუსმა“ გლეისონ ბრემერი 2022 წელს „ტორინოდან“ 40 მილიონ ევროდ შეიძინა. მას შემდეგ ბრაზილიელმა მცველმა „ბებერი ქალბატონის“ მაისურით ჩატარებულ 83 მატჩში 8 გოლი გაიტანა.