ფეხბურთი

15:31 | 5.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ეკვადორელი მცველის დამატება სურს

ეკვადორელი ცენტრალური მცველი უილიამ პაჩო, რომელიც ევროპულ ფეხბურთში შედარებით ახალი სახეა, დიდი კლუბების ინტერესის სფეროში მოექცა. ახალგაზრდა ფეხბურთელი სულ რაღაც ერთი წლის წინ ბელგიურ "ანტვერპენში" თამაშობდა და ფრანკფურტის "აინტრახტში" 9 მილიონ ევროდ გადავიდა.

მხოლოდ ერთი სეზონი გამოდგა საკმარისი იმისათვის, რომ 22 წლის მცველს ევროპის წამყვან კლუბების დაინტერესება გამოეწვია და მისი სატრანსფერო ღირებულებაც რამდენჯერმე გაიზარდა.

ყველაზე მეტად, ფეხბურთელის დამატება ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენს" სურს და 45 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს. პარიზელებსა და პაჩოს შორის გრძელვადიანი კონტრაქტის შესახებ შეთანხმება წინასწარ უკვე მიღწეულია.

გასულ სეზონში ეკვადორელმა 44 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.115207