კალათბურთი

14:07 | 5.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის ტურიდან Geotour2024-ის ფინალურ ეტაპზე გუნდი “ბენზე” გადავიდა

საქართველოს ჩემპიონატი 3×3 კალათბურთში, სახელწოდებით 3x3Geotour2024 გრძელდება. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატი 30 ივლისს, თბილისური ტურით გაიხსნა, რომელიც ლისის ტბაზე გაიმართა და რომლიდანაც ფინალურ ეტაპზე საუკეთესო 9 გუნდი გადავიდა. ესენი არიან: WINGS, NIHAU, SCOOBY, THE BOYS, ACAB, BIODRONE, ALMEDA, SMN მორიგ ტურს 4 აგვისტოს ბათუმმა უმასპინძლა. ბათუმის ტურიდან ფინალური ეტაპის 1 საგზური თამაშდებოდა, რომელიც გამარჯვებულ გუნდ “ბენზეს” ერგო – ლაშა მიქელაძის, გეგა იზორიას, ლუკა მახარაძისა და ლუკა ქუტიძის შემადგენლობით.

დაძაბულ ფინალურ მატჩში ბენზემ 18:17 დაამარცხა გუნდი “ზამასკა”, რომლის შემადგენლობაშიც თამაშობდნენ – საბა სალაძე, ლევან ხაბაზი, ამირან ბეშქენაძე და ნიკოლოზ სვანიძე. ბენზემ ბათუმის ტურის გამარჯვებულის პრიზთან ერთად ფინალური ეტაპის საგზურიც მიიღო. მთლიანობაში კი ბათუმურ ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც ტრადიციული ფორმატის შესაბამისად 4 ჯგუფში განაწილდა. ერთი წრის შემდეგ ნახევარფინალში ჯგუფების გამარჯვებულები გავიდნენ, სადაც ბენზემ 22:14 სძლია “ქობუს”, ხოლო “ზამასკამ” 19:11 მოუგო Alik&company-ს.

ტურნირის MVP ლაშა მიქელაძემ გახდა, რომელსაც სპეციალური პრიზი გიგა გურგენიძემ, კალათბურთის ფედერაციის 3×3 კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გადასცა.

უკვე გამოვლენილია ფინალური ეტაპის 10 საუკეთესო, რომლებსაც მომდევნო შესარჩევი ტურების (თელავის და რუსთავის) გამარჯვებულები დაემატებიან. ტურნირის ორგანიზატორი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გახლავთ, ხოლო მხარდამჭერი – საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.129326