სხვა

10:28 | 5.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

100 მეტრზე სირბილში ოლიმპიური ჩემპიონი ფოტოფინიშით გაირკვა

პარიზის ოლიმპიადაზე 100 მეტრის დისტანციაზე გარბენი ამერიკელმა მორბენალმა ნოა ლაილსმა მოიგო.

ფინალი ძალიან დაძაბული გამოდგა, რომლის გამარჯვებული ფოტოფინიშით გამოავლინეს. საბოლოოდ, ლაილსმა ოქროს მედალი დაისაკუთრა, რომელმაც 100 მეტრი 9.784 წამში გაირბინა, მეორე ადგილზე იამაიკელი კიშანე ტომპსონი გავიდა 9.789 წამით, ხოლო ბრინჯაოს მედალი კიდევ ერთ ამერიკელს, ფრედ კერლის ერგო, რომელმაც 9.81 წამი მოანდომა დისტანციის დაფარვას.

ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი ამ დისტანციაზე, იტალიელი მარსელ იაკობსი ამჯერად მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა. მან 9.85 წამში დაფარა 100 მეტრის დისტანცია.

0.102651