ესპანურმა „გრანადამ“ ამხანაგურ მატჩში „ალ-ნასრი“ 1:0 დაამარცხა, ხოლო გიორგი წიტაიშვილმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.
ქართველი პირველად იყო ესპანელთა სასტარტოში და პირველი ნახევარი გაატარა მოედანზე. 45-ე წუთზე ლუკას ბოიემ ერთადერთი გოლი სწორედ გიორგის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ გაიტანა. არაბული კლუბის შემადგენლობაში კრიშტიანუ რონალდუს არ უთამაშია.
„გრანადა“ 8 აგვისტოს ამხანაგურად „ალ-ვეჰდას“ გაეჯიბრება, ხოლო 15 აგვისტოს, ლა ლიგა 2-ის პირველ ტურში „ალბასეტეს“ შინ დაუპირისპირდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ისე, საბოლოო შემადგენლობა რამდენი ხნით ადრე იგზავნება უეფასთან და რა მოხდება, გაგზავნიადნ მატჩის დაწყებამდე რო ვინმეს რამე მოუვიდეს? ტრავმა, ცუდად გახდომა, ფაღარათი
))))
და შეცვლები არ ქონდათ თუ რა, ვერ შეიყვანდნენ კიელინის რო ნდომებოდათ? 5 ცვლილებაა ბოლოსდაბოლოს დასაშვები )))))