ფეხბურთი

21:59 | 4.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის ჩემპიონატის პირველ ტურში ჰეთ-თრიქი შეასრულა (+VIDEO)

აზერბაიჯანის ჩემპიონატის პირველ ტურში „ზირამ“ „საბაილი“ 4:1 დაამარცხა, დავით ვოლკოვმა კი ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ქართველმა ფეხბურთელმა ეს პირველივე ტაიმში შეძლო, როცა მე-12, 27-ე და 45-ე წუთებზე სამჯერ დალაშქრა მეტოქის კარი და მატჩის ბედი პირადად გადაწყვიტა.

ვოლკოვისთვის სეზონი დიდებულად დაიწყო, რადგან აქამდე, ჯერ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ტირასპოლის „შერიფთან“ გაიტანა, შემდეგ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „დუნაისკა სტრედასთან“ შეასრულა დუბლი.

„ზირა“ მომდევნო მატჩს 8 აგვისტოს, კონფერენს ლიგაზე ხორვატიულ „ოსიეკთან“ გამართავს.

0.134394