თბილისის „იბერიამ“ თორნიკე ახვლედიანი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
25 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.
ახვლედიანი ბოლოს „თელავში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე „გაგრას“, „დინამო თბილისის“, „ტორპედოს“ და „სამტრედიას“ ღირსებას იცავდა.