ტურინის „იუვენტუსმა“ ფედერიკო კიეზა ტრანსფერზე დააყენა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ.
თუმცა, კიეზა ერთადერთი არ არის, ვინც „იუვენტუსის“ ახალი თავკაცის გადაწყვეტილებით, გუნდისთვის ზედმეტია და სხვაგან უნდა წავიდნენ.
„კიეზა ჩვენთან ერთად არ იყო (ბრესტთან ამხანაგურ მატჩში - რედ), რადგან სატრანსფერო ბაზარზე დავაყენეთ. ეს ეხება ყველა ფეხბურთელს, რომლებიც დღეს განაცხადში არ იყვნენ, მირეტის გარდა, რომელსაც ტრავმა აქვს. მათთან ვისაუბრეთ და ყველაფერი გარკვევით ავუხსენით. რაც შეიძლება მალე უნდა იპოვონ გამოსავალი“, - თქვა მოტამ.
ფედერიკო კიეზას გარდა, მიმდინარე ზაფხულს „იუვენტუსის“ დატოვება მოუწევთ ვოიცეხ შჩესნის, ფილიპ კოსტიჩს, ჰანსი ნიკოლუსი კავილიას, მატია დე შილიოს, ტიაგო ჯალოს, დანიელე რუგანის, არტურს და ვესტონ მაკკენის.