სხვა

11:05 | 4.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

კალათბურთი, ფრენბურთი და ხელბურთი: მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა

პარიზის ოლიმპიადაზე რამდენიმე სპორტის სახეობაში გუნდურ შეჯიბრში ჯგუფური ეტაპი დასრულდა და შესაბამისად, მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა.

ასე მოხდა კალათბურთის (ვაჟები), ფრენბურთის (ვაჟები) და ხელბურთის (ქალები) შემთხვევაში.

კალათბურთი (ვაჟები) - მეოთხედფინალი, 6 აგვისტო

აშშ - ბრაზილია

გერმანია - საბერძნეთი

კანადა - საფრანგეთი

სერბეთი - ავსტრალია

ფრენბურთი (ვაჟები) - მეოთხედფინალი, 5 აგვისტო

სლოვენია - პოლონეთი

იტალია - იაპონია

საფრანგეთი - გერმანია

აშშ - ბრაზილია

ხელბურთი (ქალები) - მეოთხედფინალი, 6 აგვისტო

ნორვეგია - ბრაზილია

დანია - ნიდერლანდები

უნგრეთი - შვედეთი

საფრანგეთი - გერმანია

ჯერ არ დასრულებულა ჯგუფური ეტაპი წყალბურთში (ვაჟებსა და ქალებში), ასევე ქალ კალათბურთელთა ჯგუფური ტურნირი, ვაჟ ხელბურთელთა და ქალ ფრენბურთელთა ჯგუფური ტურნირები.

თავის მხრივ, ფეხბურთში უკვე ნახევარფინალისტებია ცნობილი, როგორც ვაჟებს, ისე ქალთა შორის და შემდეგი წყვილებია:

ფეხბურთი (ვაჟები) - ნახევარფინალი, 5 აგვისტო

საფრანგეთი - ეგვიპტე

მაროკო - ესპანეთი

ფეხბურთი (ქალები) - ნახევარფინალი, 6 აგვისტო

ბრაზილია - ესპანეთი

აშშ - გერმანია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119537