პარიზის ოლიმპიადაზე მერვე საშეჯიბრო დღე დასრულდა და მედლების ჩათვლა განახლდა, თუმცა ათეულში ბევრი ცვლილება არაა.
მხოლოდ აშშ-მ გადაასწრო საფრანგეთსა და ავსტრალიას, შედეგად მეორე საფეხურზე დაბრუნდა. ლიდერი ისევ ჩინეთია, რომლის აქტივში 16 ოქროს მედალია.
ზედიზედ მეორედ უმედლო დღის შემდეგ საქართველოს ჩათვლაში ისევ უკუსვლა ჰქონდა და ორი პოზიცია დაკარგა. ჩვენი დელეგაცია ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედლით 23-ე ადგილზეა.
1. ჩინეთი - 16 ოქრო, 12 ვერცხლი, 9 ბრინჯაო (სულ 37 მედალი)
2. აშშ - 14 ოქრო, 24 ვერცხლი, 23 ბრინჯაო (61)
3. საფრანგეთი - 12 ოქრო, 14 ვერცხლი, 15 ბრინჯაო (41)
4. ავსტრალია - 12 ოქრო, 8 ვერცხლი, 7 ბრინჯაო (27)
5. დიდი ბრიტანეთი - 10 ოქრო, 10 ვერცხლი, 13 ბრინჯაო (33)
6. სამხრეთ კორეა - 9 ოქრო, 7 ვერცხლი, 5 ბრინჯაო (21)
7. იაპონია - 8 ოქრო, 5 ვერცხლი, 9 ბრინჯაო (22)
8. იტალია - 6 ოქრო, 8 ვერცხლი, 5 ბრინჯაო (19)
9. ნიდერლანდები - 6 ოქრო, 4 ვერცხლი, 4 ბრინჯაო (14)
10. კანადა - 4 ოქრო, 4 ვერცხლი, 7 ბრინჯაო (15)
...23. საქართველო - 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 0 ბრინჯაო (3)