ფეხბურთი

22:08 | 3.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: "თანაგუნდელების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა"

გერმანიის II ბუნდესლიგის ახალი სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო ბუდუ ზივზივაძემ, რომელმაც პირველ ტურში „ნიურნბერგის“ კარში სამი გოლი გაიტანა.

„კარლსრუე“ 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელის საოცარი თამაშის წყალობით 3:2 მოიგო და სამი ქულა მოიპოვა. მატჩის შემდეგ ბუდუმ თქვა, რომ ამას თანაგუნდელების გარეშე ვერ მოახერხებდა.

"ეს იყო შესანიშნავი დღე ჩემთვის, სეზონის პირველ თამაშში. შესანიშნავი დასაწყისია ჩვენთვის. ბიჭების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენ ერთად ვთამაშობთ და გუნდური სულისკვეთება გვაქვს. გავაგრძელებ თუ არა, აქ გოლების გატანას? ამ დროისთვის ასეა, აქ დიდ სიყვარულს ვგრძნობ“, - თქვა ბუდუმ მატჩის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ „კარლსრუე“ II ბუნდესლიგის მეორე ტურში 10 აგვისტოს, სტუმრად დიუსელდორფის „ფორტუნას“ შეხვდება. ქართველმა ფეხბურთელმა მოსამზადებელ ეტაპზეც გამოიჩინა თავი, სადაც ასევე 3 გოლი გაიტანა.

0.115313