ფეხბურთი

21:41 | 3.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გერმანული მედია ზივზივაძეზე: "ბუდუს დიდი შოუ - WOW, რა ფეხბურთელია!"

გერმანიის II ბუნდესლიგის ახალი სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო ბუდუ ზივზივაძემ, რომელმაც პირველ ტურში „ნიურნბერგის“ კარში სამი გოლი გაიტანა.

„კარლსრუე“ 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელის საოცარი თამაშის წყალობით 3:2 მოიგო და სამი ქულა მოიპოვა.

Bnn.de: „ბუდუს დიდი შოუ „ნიურნბერგის“ წინააღმდეგ - ვაუ, რა ფეხბურთელია!

Rheinpfalz: „კარლსრუეს“ საოცნებო დასაწყისი, ბუდუ ზივზივაძის დიდი დღე“.

Kicker: „ზივზივაძის შოუ 0:2-ის შემდეგ - „კარლსრუემ“ „ნიურნბერგს“ აჯობა. ზივზივაძე ტოპ ფორმაშია და პრაქტიკულად მარტომ შემოატრიალა თამაში“.

„კარლსრუე“ II ბუნდესლიგის მეორე ტურში 10 აგვისტოს, სტუმრად დიუსელდორფის „ფორტუნას“ შეხვდება. ქართველმა ფეხბურთელმა მოსამზადებელ ეტაპზეც გამოიჩინა თავი, სადაც ასევე 3 გოლი გაიტანა.

0.109604