ძიუდო

21:11 | 3.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ნაკრები ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა
საფრანგეთმა იაპონიას 1:3-დან 4:3 მოუგო. გადამწყვეტ შეხვედრაში რინერმა გაიმარჯვა

ძიუდოში გუნდური შეჯიბრი ოლიმპიადაზე საფრანგეთის ნაკრებმა მოიგო და ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

ფრანგებმა ფინალში იაპონიას სძლიეს. აღსანიშნავია, რომ იაპონია 3:1-ს იგებდა და კარგ ვითარებაში იყო. თუმცა, მეხუთე შეხვედრაში ჰიფუმი აბემ ჟან გაბასთან წაგება მოახერხა, შემდეგ კლარის აგბენენუმ ანგარიში გაათანაბრა - 3:3. კენჭისყრის შედეგად გადამწყვეტი ბრძოლა მძიმე წონაში გაიმართა, სადაც ტედი რინერმა დამატებით დროში ტაცურო საიტო დაამარცხა და საფრანგეთს ოლიმპიური ოქრო მოუტანა.

ბრინჯაოს მედლები ბრაზილიამ და სამხრეთ კორეამ მოიპოვეს. ბრაზილიელებმა იტალიელებს 4:3 აჯობეს, ხოლო აზიელებმა ამავე ანგარიშით სძლიეს სამხრეთ კორეას.

შეგახსენებთ, რომ საქართველო მერვედფინალში დამარცხდა იტალიის ნაკრებთან 3:4 და ასპარეზობას გამოეთიშა.

0.123565