ფეხბურთი

20:34 | 3.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სიორლოტი „ატლეტიკოს“ ფეხბურთელია

მადრიდის „ატლეტიკომ" ოფიციალურ ვებ-გვერდზე ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელის, ალექსანდრ სიორლოტის „ვილიარეალიდან" ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა. ფეხბურთელის კონტრაქტი მადრიდელებთან ოთხწლიანია.

28 წლის სიორლოტი „ვილიარეალში“ 2023 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში თავდამსხმელმა „ყვითელი წყალქვეშა ნავების“ შემადგენლობაში 41 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 26 ბურთი გაიტანა, 6 საგოლე გადაცემა შეასრულა და ლა ლიგის სეზონის მეორე ბომბარდირი გახდა.

ადრე „ატლეტიკოს“ თავდამსხმის პოზიციის გასაძლიერებლად პრიორიტეტული მიზანი არტიომ დოვბიკი გახლდათ, რომელიც „ჟირონაში,“ თამაშობდა, ამ ზაფხულს კი „რომაში“ გადავიდა.

0.112376